The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევლოგი გაბელაია

ევლოგი გაბელაია
დაბადების თარიღი:4 მარტი, 1940
გარდაცვ. თარიღი:2010  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნოღოხაში, აბაშის რაიონი.

1958 წელს შრომითი საქმიანობა ბათუმის ერთ-ერთ წარმოებაში დამხმარე მუშად დაიწყო; 1959 წელს ჯარში გაიწვიეს, სამხედრო სამსახურს საზღვაო ფლოტში გადიოდა, საიდანაც უფროსი ზემდეგის წოდებით დაბრუნდა და 1964 წელს ბათუმის საზღვაო პორტის სანავსადგურო ფლოტში დაიწყო მუშაობა; საქმიანობა მოტორისტად დაიწყო მცირე ფლოტილიის გემებზე: «Храбрый» (1964), «Чорохи» (1966) და «Шторм» (1967), 1968 წელს კი ცურვა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის გემებზე გააგრძელა, ჯერ  ტანკერ «Актау»-ს მოტორისტად, მომდევნო წლებში კი მოტორისტად და სარემონტო მექანიკოსად ცურავდა ტანკერებზე: «Бузовны» (1970-1971), «Поти» (1974-1977) და «Изяслав»; 1979-1981 წლებში გემ «Изяслав-ის» მეოთხე მექანიკოსად საქმიანობდა; მომდევნო წლებში მესამე და მეორე მექანიკოსის მოვალეობებს ასრულებდა ტანკერებზე «Изяслав», «Адигени» (1982), «Анапа» (1984) და «Академик Узнадзе»; 1989 წელს კი «Академик Узнадзе»-ს უფროს მექანიკოსად დაინიშნა; 1989-1993 წლებში ტანკერ «Капитан А. Качарава»-ს უფროსი მექანიკოსის მოვალეობებსაც ასრულებდა. შორეული ნაოსნობის გემთინჟინერი და უფროსი მექანიკოსი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: