The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგეი რუტკოვსკი

სერგეი რუტკოვსკი
დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:1981  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მოკროე (ბიხოვის მაზრა, ახლანდელი ბელორუსია).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1925 წელს.

1926-1929წწ. მუშაობდა ზაჰესის მშენებლობაზე და დირექციის სამმართველოში; 1930 წლიდან - "თბილჰიდროპროექტში" სხვადასხვა თანამდებობებზე: უფროსი ინჟინერი, განყოფილების გამგის მოადგილე, განყოფილების გამგე, პროექტის მთავარი ინჟინერი, ხრამჰეს-1-ის ბიუროს უფროსი, "თბილჰიდროპროექტის" მთავარი სპეციალისტი, ტრესტ "ხრამჰესმშენის" მთავარი ჰიდროტექნიკოსი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხრამჰეს-1-ის დაგეგმარებასა და მშენებლობის საქმეში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.291

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - სტალინური პრემია
    ხრამჰეს-1-ის მშენებლობის წარმატებით დამთავრებასთან დაკავშირებით
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: