შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიამარიამ ბაგრატიონი დაიბადა გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონის ოჯახში. სწავლობდა ფრანგულ ლიცეუმში. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ რამდენიმე წელი უცხოეთში გაატარა, 1931 წელს კი ბაგრატიონების ოჯახი საბოლოოდ გადაიხვეწა საქართველოდან, რადგან აქ დარჩენა მათთვის სახიფათო იყო. მარიამი ნიცასა და პარიზში ეუფლებოდა სამხატვრო ოსტატობას. 1934 წელს დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ყოველდღე მოსალოდნელი იყო დაპატიმრება. 40-იან წლებში მარიამ ბაგრატიონის უცხოეთში დარჩენილი ოჯახის წევრების ცხოვრებაში მოხდა ისეთი მოვლენები, რომლებმაც უშუალო გავლენა იქონია მის ბედზე: 1946 წელს მამამისი გიორგი ბაგრატიონი, რუსეთის ტახტის მემკვიდრემ, ვლადიმირ კირილის ძე რომანოვმა, 1946 წლის 5 დეკემბრის აქტით, ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაურად აღიარა. იმავე წელს, მარიამის ძმამ ირაკლი ბაგრატიონმა, ესპანეთის ინფანტა შეირთო ცოლად. 1948 წელს მარიამის და ლეონიდა ბაგრატიონი ცოლად გაჰყვა რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაურს ვლადიმირ კირილის ძეს. მარიამი დააპატიმრეს და მაგადანში გადაასახლეს. მან რვა წელი გაატარა გადასახლებაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგაც მას არაერთი განსაცდელის გადატანა მოუხდა. 1973 წელს მარიამს ნება დართეს, თავის ახლობლებთან გამგზავრებულიყო მადრიდში. 1995 წელს მარიამის დამ მთავრინა ლეონიდა რომანოვამ და ძმისშვილმა გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილმა ესპანეთიდან გადმოასვენეს მარიამის მშობლების ნეშტები. ისინიც სვეტიცხოველში განისვენებენ, ხოლო 2007 წელს აქვე დაკრძალეს გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი. ხანგრძლივი ემიგრაციის და განშორების შემდეგ მარიამ ბაგრატიონის ოჯახის რამდენიმე წევრმა სამუდამოდ დაიდო ბინა სვეტიცხოვლის ტაძარში. მარიამ ბაგრატიონმა დაწერა პოემა "Колымские следы", რომელიც კოლიმაზე გადასახლებაში (1948-1956) ყოფნის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს ეძღვნება. ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანბატონის შვილიშვილი. წყარო: მოთმინებისა და სიმშვიდის საოცარი მაგალითი / კარიბჭე : მართლმადიდებლური ჟურნალი.- თბილისი, 2014.- ივლისი, N14(256).- გვ.11-13 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |