შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ებელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სპეციალობით - მეღვინეობა და ხილ-ბოსტნეულის დაკონსერვების ტექნოლოგია, ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1965 წელს; საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიის ასპირანტურა 1969 წელს. 1969-1981წწ. უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიის განყოფილება; 1981–1999წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიის განყოფილება; 1999–2011წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიისა და ბიოქიმიის განყოფილება; 2011 წლიდან მეცნიერ თანამშრომელი მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიის ლაბორატორია; 2018 წლიდან მთავარი მეცნიერ თანამშრომელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის ღვინისა და ჭაჭის არყის დეპარტამენტი; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, დისერტაციის თემა - "სიდრისა და პუარეს დამზადების საკითხის გამოკვლევა საქართველოში" ( 1976); ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, დისერტაციის თემა - "ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოკვლევა ვარდისფერი და ცქრიალა ღვინოების დამზადების პროცესში მათი ტექნოლოგიების სრულყოფის მიზნით". ავტორია 112-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 1 მონოგრაფიის, 7 პატენტის, უკანასკნელ 10 წელიწადში - 47 სტატიის. პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ვებგვერდი: gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |