Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ რუხვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ელსადგურების სპეციალობით 1966 წელს. მუშაობა დაიწყო "საქენერგოგაწყობაში" ინჟინრად; 1974-1975წწ. საქართველოს ელექტროსისტემის ავტომატიზირებული მართვის სისტემების განყოფილება, ელექტრული ანგარიშების ჯგუფის უფროსი; 1975-1983წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრული სადგურების, ქსელების და სისტემების კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 1983 წლიდან დოცენტი; 2003 წლიდან პროფესორი; 2006 წლიდან სრული პროფესორი; 1985-1989წწ. მივლინებული იყო ალჟირში, ქ. ანაბის უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ლექციების კურსს "გარდამავალი პროცესები ელექტრულ სისტემებში"; ალჟირში მისი ხელმძღვანელობით დაცულ იქნა სამი სამაგისტრო ნაშრომი; მუშაობდა ორთაჭალჰესის ლაბორატორიის უფროსად; კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე ელექტროენერგეტიკის წამყვან დისციპლინაში "არასტაციონარული პროცესები ელექტრულ სისტემებში". მუშაობს შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" არასტაციონარული პროცესების განყოფილების უფროსად. არის 40-მდე სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1973). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.292 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |