The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ სუბელიანი

თამაზ სუბელიანი
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ეცერი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტი 1972 წელს; ასპირანტურის კურსი მ. საბაშვილის სახელობის საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტში 1975 წელს.

საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელორაციის ინსტიტუტში სხვადასხვა დროს მუშაობდა უფროს ლაბორანტად, უმცროს და უფროს მეცნიერ თანამშრომლად, იყო სექტორის და განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე, 2006-2010წწ. ამ ინსტიტუტის დირექტორი; ნიადაგების შესწავლა-გაუმჯობესების პრობლემებზე გამოვეყნებული აქვს 60-ზე მეტი ნაშრომი. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ რესპუბლიკურ თუ სართაშორისი კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მიწის კადასტრის და მიწის რეგისტრაციის გერმანულ-ქართულ პროექტში. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ნიადაგმცოდნეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო სპეციალისტი.

სადისერტაციო თემა – "ხნოვანობის როლი სუბტროპიკული ეწერი ნიადაგების ფორმირებაში", დაიცვა 1983 წელს.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.337


გააზიარე: