Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იაგორ ჭილაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. მამამისი, გაბრიელ ჭილაშვილი, ქართველი თავადის, ვახტანგ ირაკლის ძე ბაგრატიონის ამილახვარი, ჰოფმარშალი იყო. მას შემდეგ, რაც საქართველო იძულებით შეუერთეს რუსეთის იმპერიას, ქართველი თავადები იძულებულნი შეიქნენ, რომ რუსეთში გადასახლებულიყვნენ. ვახტანგ ბაგრატიონი მათგან ერთ-ერთი იყო, ვინც იძულებული გახდა, რომ რუსეთში გახიზნულიყო. გაბრიელ ჭილაშვილი და მისი ოჯახი ვახტანგ ბაგრატიონს თან გაჰყვა რუსეთში. იაგორ ჭილაშვილი მაშინ თერთმეტი წლისა იქნებოდა. ვახტანგ ბაგრატიონის წყალობით მან სანკტ-პეტერბურგში მრავალმხრივი და საფუძვლიანი განათლება მიიღო. იაგორ ჭილაშვილი, უწინარეს ყოვლისა, იყო სამართალმცოდნე, პოეტი და მთარგმნელი. უკვე ოცი წლისამ დაწერა მნიშვნელოვანი თხზულება "ბუნებითი სამართლის მონახაზი", რომელიც 1812 წელს, სანკტ-პეტერბურგში, რუსულ ენაზე გამოიცა. მანამდე მან ფრანგულიდან რუსულ ენაზე თარგმნა შარლ ლუი მონტესკიეს რომანი "არზასისა და ისმენიას ნამდვილი ისტორია". 1812 წელს იაგორ ჭილაშვილმა გაბრიელ ბონო დე მაბლის ნაშრომი "ისტორიის შესწავლის შესახებ" თარგმნა ფრანგულიდან რუსულ ენაზე. იაგორ ჭილაშვილი ლიტერატურულ ნაშრომებსაც თხზავდა რუსულ ენაზე. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: "სიმღერა თავად მ. ი. გოლენიშჩევ-კუტუზოვის აღსასრულის შესახებ" (1813) და "სოფლად მოგზაურობის შთაბეჭდილებანი" (1817). იგი აქტიურად მოღვაწეობდა იმ კომისიაში, რომელიც ვახტანგ VI-ის "სამართლის წიგნთა" ქართულიდან რუსულ ენაზე თარგმნის საკითხებზე მუშაობდა. იაგორ ჭილაშვილი რუსეთსა და საქართველოში მრავალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. 1821-1826 წლებში იგი პროკურორი იყო საქართველოში, კერძოდ კი, თბილისში. იაგორ ჭილაშვილი და მისი აზროვნება საქართველოში ნაკლებადაა ცნობილი. ეს მოაზროვნე ახალი დროის ქართულ აზროვნებაში პრობლემათა ისეთ რიგს იკვლევდა, რაც მანამდე ნაკლებად იყო დამუშავებული, კერძოდ კი, ბუნებითი სამართლის თეორიასა და პრაქტიკას. იაგორ ჭილაშვილის მნიშვნელოვანი ნაშრომი "ბუნებითი სამართლის მონახაზი" (1812) ამ მოსაზრების საფუძვლიანობის ნათელი დასტურია. წყარო: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია: encyclopedia.ge; ქართულ-რუსული ფილოსოფიური ურთიერთობის ისტორიიდან : (XVIII-XIX ს-ის I მეოთხედი) / გულნარა დედაბრიშვილი.-თბილისი, 1984.-გვ.194-198; ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები : (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე) / თენგიზ ირემაძე, ლალი ზაქარაძე, დოდო ლაბუჩიძე და სხვ.-თბილისი, 2014.-გვ.91-100
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |