The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედვარდ სუბელიანი

ედვარდ სუბელიანი
დაბადების თარიღი:1936  (89 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ეცერი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი 1957 წელს.

1957 წელს მუშაობა დაიწყო ეცერის საშუალო სკოლაში მასწავლებლად; 1964 წელს დაინიშნა ამ სკოლის დირექტორის მოადგილედ, 1977-2005წწ. დირექტორად; შემდეგ მუშაობა განაგრძო ქიმია-გეოგრაფიის მასწავლებლად. სკოლაში მუშაობის პარალელურად, მუდმივად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ საქმიანობაში. სხვადასხვა დროს ასრულებდა ეცერის სასოფლო-საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას, არჩეული იყო ადგილობრივი და რაიონული საბჭოების დეპუტატად და მესტიის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარედ. მოღვაწეობდა ნაფიცთა საბჭოში.   

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.339

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ღირსების ორდენი

გააზიარე: