შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იგორ სვანიძე![]()
ბიოგრაფიასაქართველოში ნეიროჰისტოქიმიის დარგში ერთ-ერთი პირველი მკვლევარი. მან საქართველოში პირველმა დაიწყო ნერვული ქსოვილის კულტივირება და მისი მრავალმხრივი შესწავლა. 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის, ორი მონოგრაფიის და ორი სახელმძღვანელოსი. მისი მეცნიერული მოღვაწეობა მოიცავდა თანამედროვე ნეირობიოლოგიის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ცენტრალური ნერვული სისტემის უჯრედების დიფერენცირებისა და რეპარაციის თავისებურებები ონტოგენეზის და სხვადასხვა დარღვევების დროს; ნერვული ქსოვილის ორგანულ და დისოცირებულ კულტურებში უჯრედშორისი კონტაქტების მნიშვნელობა ცილის სინთეზის პროცესში; რიგი ფარმაკოლოგიური და ფიზიკური ფაქტორების მასტიმულირებელი ზემოქმედება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების შემდეგ მიმდინარე აღდგენით პროცესებში; ემბრიონული ალკოჰოლური სინდრომის ჩამოყალიბების მორფო-ფუნქციური მახასიათებლები და ნეიროგენეზის დარღვევის კორექცია ალკოჰოლითა და ტოლუოლით ინტოქსიკაციის პირობებში და სხვ. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, თითქმის 40 წლის განმავლობაში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრის პროფესორი. მისი ხელმძღვანელობით და კონსულტანტობით შესრულდა და წარმატებით იყო დაცული 11 საკანდიდატო და ორი სადოქტორო დისერტაცია. გარდაცვალებამდე მუშაობდა ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში. აქტიურად მონაწილეობდა ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმების მუშაობაში. 1993 წელს მის მიერ შესრულებული სამეცნიერო ნაშრომებისათვის გადაეცა სოროსის ფონდის მიერ დაწესებული სამეცნიერო პრემია. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: პროფესორი იგორ სვანიძე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2018. - 2 თებერვალი. - N22(8423). - 11 გვ.; ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი: lifescience.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |