The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერი ჩეჩელაშვილი

ვალერი ჩეჩელაშვილი
Date of birth:17 March, 1961  (64 years)
Category:Diplomat, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და მიიღო საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრის კვალიფიკაცია 1983 წელს; ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ასპირანტურა 1987 წელს.
04/1987-10/1987 წელს იყო საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 1987-1989წწ. გაერთიანება "საქკურორტის" საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის მოადგილე; 1989-1994წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივანი, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი; 1998-2000წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2000-2004წწ. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი; 03/2005-06/2005 წელს საქართველოს ფინანსთა მინისტრი; 2005-2007წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 2007-2015წწ.  დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (GUAM) გენერალური მდივანი; 2016 წლიდან  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2018 წლიდან ELN (European Leadership Network)-ის წევრი; 1994-1998წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში; 2004-2005წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში. დაიცვა დისერტაცია თემაზე "სსრკ-ს საგარეო ეკონომიკურ კავშირებში საქართველოს მონაწილეობის პრობლემები"; ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. მიღებული აქვს  ჯილდოები: მეორე ხარისხის ორდენი დამსახურებისთვის (უკრაინა); პირველი ხარისხის ორდენი დამსახურებისთვის (უკრაინა); საგარეო საქმეთა სამინისტროს ღირსების მედალი (უკრაინა); შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალი დამსახურებისთვის (უკრაინა); მეცნიერებათა აკადემიის ღირსების მედალი (უკრაინა); საზღვრის დაცვის სამსახურის საპატიო ნიშანი (უკრაინა).

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.173


Share: