შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა ონაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. საესტრადო მოღვაწეობა დაიწყო 1983 წელს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში არსებულ ბიგ-ბენდ "ნიას" სოლისტად; 1994 წლიდან დაიწყო მისი სოლო კარიერა ქართულ ესტრადაზე; ასევე იყო სატელევიზიო მუსიკალური გასართობი შოუ-პროგრამების წამყვანი: "მო-ტი-ვი" საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის I არხზე (1998); "გემო ტი-ვი" აჭარის ტელევიზიაში (2001); 2001 წლიდან მონაწილეობდა შემოქმედებითი გაერთიანება "ლომისის" პროექტში "იუმორინა"; 2003-2005 წლებში იყო "არტ-იმედის" ერთ–ერთი წარმატებული მომღერალი; 1998 წლიდან იგი ხშირად ატარებდა გასვლით კონცერტებს საზღვარგარეთაც (უკრაინა, რუსეთი, ისრაელი, ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, ინგლისი, აშშ); გამოშვებული აქვს ორი მუსიკალური ალბომი: "მე ისეთი კარგი ვარ…" და "ოცნების ღამე". გადაღებული აქვს ექვსი მუსიკალური ვიდეო კლიპი. მიღებული აქვს მუსიკალური ჯილდოები. ქართველი მომღერალი, სიმღერების ავტორი, იუმორისტი. წყარო: რადიო "ფორტუნა": fortuna.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |