შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ სადრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1973 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია. 1973-1980წწ. მუშაობდა "საქნავთობის" აღმოსავლეთ საქართველოს საძიებო ბურღვის სამმართველოში მბურღავად, ბურღვის ოსტატად, სარაიონო სამსახურის ბურღვის ცვლის ინჟინრად, უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრად და ცვლის უფროსად; 1980 წლიდან - ჩრდილოეთ კავკასიის სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის საპროექტო განყოფილებაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; ხელმძღვანელობდა ჭაბურღილების მშენებლობის ტექნიკური პროექტების შედგენას; 1981-1986წწ. იყო საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" გეოლოგიურ საძიებო კანტორაში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; ამავდროულად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1986 წლიდან - გეოლოგიურ საძიებო კანტორის მთავარი ინჟინერი; 1996 წლიდან - შპს "კანარგო-ჯორჯიაში" ბურღვის ინჟინერი; 1998 წლიდან - ამავე საწარმოში ბურღვის მენეჯერი. დანერგილი აქვს მრავალი რაციონალიზატორული წინადადება მაღალი ეკონომიკური ეფექტიანობით. მიღებული აქვს მრავალი ქების სიგელი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.293
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |