Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჩხეიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1986 წელს. 1986-1994წწ. იყო საქართველოს ბეჭდვითი მედიის კორესპონდენტის, რედაქტორის მოადგილე (შემდგომში ეკავა რედაქტორის თანამდებობა); 1994-1995წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის მეორე მდივანი, პირველი მდივანი;1995-1999წწ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დეპარტამანეტის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს მეორე მდივანი, ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მოადგილე, ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 01/06/1999-12/11/1999 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის დირექტორი; 1999-2004წწ. საქართველოს საელჩოს მრჩეველი რუსეთის ფედერაციაში, უფროსი მრჩეველი; 2004-2005წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის დირექტორი; 2005-2007წწ. საქართველოს საელჩოს უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 2007-2009წწ. საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში; 2009-2010წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი; 2010-2012წწ. წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში; 2012-2016წწ. რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელი; 2016-2019წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2019-2022წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ყაზახეთის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.177
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |