The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჭოლა ჯაში

ჭოლა ჯაში
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1952  (73 წლის)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი 1972 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქონელმცოდნის სპეციალობით 1985 წელს.

1973 წელს ზღვაში საქმიანობა აჭარის თევზსაჭერი სამმართველოს ფლოტილიის სეინერებზე დაიწყო; 1975 წლამდე ასრულებდა შტურმანის, კაპიტნის უფროსი თანაშემწისა და კაპიტნის მოვალეობებს; 1978-1981წწ. იყო ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ზედამხედველობის სამსახურის მორიგე კაპიტანი; ზღვაში საქმიანობის პარალელურად 1980 წლიდან დაუსწრებლად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1981 წლიდან საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მცურავ შემადგენლობაშია; 1988 წლამდე სანაოსნოს არაერთ გემზე ასრულებდა შორეული ნაოსნობის შტურმანის მოვალეობებს, ცურავდა კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწედ; 2002-2007წწ. სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიის გემებზე იყო კაპიტნის უფროსი თანაშემწე, უფროსი ოფიცერი; 2007-2012წწ. შორეული ნაოსნობის კაპიტანი; 2014  წლიდან ყულევის საზღვაო ნავსადგურის მორიგე კაპიტანია.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: