შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახა გორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი ინჟინერ-ფიზიკოს-მეტალურგის კვალიფიკაციით 1988 წელს. 1987-1988წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფიზიკის კათედრა, უფროსი პრეპარატორი; 1988-1988წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფიზიკის კათედრა, სასწავლო ოსტატი; 1988-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფიზიკის კათედრა, ლაბორატორიის გამგე; 1998-2005წწ. თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი, სამედიცინო აპარატურის ტექნიკოსი; 2006-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფიზიკის დეპარტამენტი, ლაბორანტი; 2009-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო-ფიზიკის დეპარტამენტი, ასისტენტ-პროფესორი; 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, საინჟინრო-ფიზიკის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინსტიტუტი "ტალღა", მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. აკადემიური დოქტორი საინჟინრო ფიზიკაში (დისერტაცია დაიცვა 2008 წელს). ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 38 სამეცნიერო სტატია, 5 დამხმარე სახელმძღვანელო. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ვებგვერდი: gtu.ge. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |