Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
პეტრე ჩხეიძე
Date of birth: | 22 October, 1941 (83 years) |
Category: | Diplomat |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი – კვალიფიკაცია იურისტი 1963 წელს; სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის, სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა 1972 წელს; იმავე ინსტიტუტში დაიცვა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 1975 წელს; საკავშირო საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიის აკადემია, კვალიფიკაცია – დიპლომატი 1978 წელს. 1963-1968წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის პროკურორთან არსებული განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი; 1971-1975წწ. საქართველოს კპ თბილისის კომიტეტის ადმინისტრაციული და სავაჭრო საფინანსო ორგანოების ინსტრუქტორი, განყოფილების უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი; 1973-1978წწ. ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი; 1975-1978წწ. სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის მსმენელი; 1978 წელს საკავშირო საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილება, პირველი მდივანი; 1978-1984წწ. საბჭოთა კავშირის მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში პირველი მდივანი, მრჩეველი, რეფერენტურის ხელმძღვანელი; 1984-1986წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების გამგე; 1984-1991წწ. საბჭოთა კავშირის აზიისა და აფრიკის ქვეყნებთან მეგობრობის და მშვიდობის კომიტეტების წევრი; 1985-1990წწ. საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი და პრეზიდიუმის წევრი; 1986-1988წწ. თბილისის კპ საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი; 1988-1989წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის საორგანიზაციო და საკადრო მუშაობის განყოფილების გამგე; 1991-1992წწ. საქართველოს მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი და მუდმივი წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან; 1992-1993წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი რუსეთის ფედერაციაში; 1993-1994წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში; 1994-2002წწ. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში; 2002-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.178
Member of Organizations
- ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემია, წევრი
- საქართველოს იურიდიული აკადემია, წევრი
- საქართველოს პროფკავშირების კონფედერაცია, თავმჯდომარე (1989-1991)
|