The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ცინცაძე

ლევან ცინცაძე
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1969  (55 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი 1989 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პლაზმის ფიზიკის სპეციალობით 1990 წელს.

1989-1994წწ. მუშაობდა ფიზიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად და მეცნიერ-თანამშრომლად; 1994-2013წწ. უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1991 წელს იყო მოწვეული ფიზიკოსი JET Joint Undertaking, ქ. აბინგდონში, დიდი ბრიტანეთში; 1993-1994წწ. მუშაობდა პლაზმის ფიზიკის ინსტიტუტში ქ. იულიჰში, (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა); 1994-1995წწ. ანტვერპენის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, (ანტვერპენი, ბელგიის სამეფო); 1995-2012წწ. მოწვეული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, მეცნიერ თანამშრომელი ჰიროშიმას, ოსაკას, კიოტოს და ცუკუბას უნივერსიტეტებში და ატომური ენერგიის კვლევის ინსტიტუტში, იაპონია; 2004-2005წწ. მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარედ; 06/2005-12/2005 წელს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი; 2004-2005წწ. საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა კომიტეტის თავმჯდომარე იუნესკოში; ნატოს სამეცნიერო კომიტეტის ასოცირებული წევრი; საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მმართველთა საბჭოში და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მმართველთა საბჭოში; ამერიკის სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდის წარმომადგენელი საქართველოს მთავრობაში; 6/06/2013-5/12/2013 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; არის 97 სამეცნიერო შრომის ავტორი და ამერიკის სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდის ჯილდოს მფლობელი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (2014). 2013-2019წ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში და მარშალის კუნძულების რესპუბლიკაში. 1992 წელს აქვს მინიჭებული ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 2004 წელს – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

წყარო:  დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.179


გააზიარე: