Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
პაატა გაფრინდაშვილი
Date of birth: | 2 July, 1972 (52 years) |
Category: | Diplomat |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1994 წელს; 2000 წელს გავლილი აქვს გერმანიაში ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელი ევროპული ცენტრის უფროსი აღმასრულებლის კურსი; 2001 წელს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლების სამეფო კოლეჯის კურსი ლონდონში. 1994-1996წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის მესამე მდივანი, შემდგომში სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის პირველი მდივანი; 1996-1999წწ. საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი; 1999-2001წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი; 2002-2003წწ. საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული რუმინეთში; 2003-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი უკრაინაში; 2004 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; 2005 წელს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2005 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი; 2005-2009წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში; 2013-2016წწ. მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრის, საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორის მოადგილე და მედია პროექტ ფაქტ-მეტრის მთავარი რედაქტორი; 2016 წელს მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრის, საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი. 2009-2013წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 52
Awards and Honors
|