შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ სამინავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, სპეციალობით ქსელები და სისტემები 1982 წელს. 1982-1984წწ. მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში; 1984-1989წწ. მუშაობდა "საქენერგოგაწყობაში" ინჟინრად; 1989-1996წწ. - სენაკის ელ. ქსელების სარელეო დაცვის და იზოლაციის სამსახურის უფროსი; 1996-2000წწ. - "საქენერგოგენერაციის ენერგოგაწყობის საწარმოში საამქროს უფროსი, მთავარი ინჟინერი; 2000-2004წწ. - სს "ელექტროგადაცემის" სარელეო ცენტრალური სამსახურის უფროსის მოადგილე; 2004-2005წწ. - სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის გურია-სამეგრელოს მთავარი ინჟინერი; 2005-2007წწ. - საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2007-2008წწ. - "ენერგოპრო ჯორჯიას" მცხეთა-მთიანეთის ფილიალის ტექნიკური მენეჯერი; 2008-2009წწ. - "ენერგო-პრო ჯორჯიას" აჭარის ფილიალის ტექნიკური მენეჯერი; 2009-2013წწ. - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ტესტირების და დიაგნოსტიკის განყოფილების უფროსი; 2013 წლიდან - "საერთაშორისო ენერგეტიკურლ კორპორაციაში" მთავარი ინჟინერი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.295
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |