შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკიფორე სამინავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1956 წელს. მუშაობდა ქ. ნოვოკუზნეცკში; 1958 წლიდან - "საქმთავარენერგო", ინჟინერ-ნორმადარი, სარელეო დაცვის სამსახურის ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, სამსახურის უფროსი, 1-ლი საქსელო რაიონის უფროსი; 1975-1986წწ. - ცხაკაიას ელექტროქსელის მთავარი ინჟინერი. გარდაცვალებამდე, უკანასკნელი წლის განმავლობაში იყო ცხაკაიას ელექტროქსელის დირექტორი. 1966-1979წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფოთის საღამოს განყოფილებაში უფროს მასწავლებლად, კითხულობდა ლექციების კურსს ელექტროტექნიკის თეორიულ საფუძვლებში. მისი ხელმძღვანელობით ცხაკაიას ელექტროქსელს არაერთხელ დაუკავებია საპრიზო ადგილები 35 კვ და ზევით ძაბვის ქსელის ელექტრომონტიორების რესპუბლიკურ და საკავშირო დათვალიერება-კონკურსებში. დაჯილდოებული იყო სამკერდე ნიშნებით "ენერგეტიკის ფრიადოსანი" და "გოელროს 60 წლისთავი". წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.296 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |