The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ცისკარაშვილი

შალვა ცისკარაშვილი
Date of birth:13 November, 1973  (51 years)
Category:Diplomat, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით, მიიღო იურისტის კვალიფიკაცია 1996 წელს; 2000-2001წწ. გაიარა საერთაშორისო სამართლის კურსი მილანის უნივერსიტეტში.
1997 წლიდან იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი; 1998-1999წწ. სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის მეორე მდივანი (დროებით); 1999-2000წწ. სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის მესამე მდივანი; 2000-2004წწ. სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის მეორე მდივანი; 2004-2006წწ. გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის პირველი მდივანი; 2006-2009წწ. გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი; 2009 წელს სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2009-2012წწ. გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; 2017 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი; 2018 წელს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2018 წლიდან სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან (2012-2018). მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.180


Share: