The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამუკა ციხელაშვილი

მამუკა ციხელაშვილი
Date of birth:27 May, 1971  (53 years)
Category:Diplomat, Explorer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტი 1993 წელს, მიიღო ეკონომისტის კვალიფიკაცია; დიპლომატიური სწავლების ცენტრის სასწავლო კურსი ირანის ისლამური რესპუბლიკაში 1996 წელს; პეკინის დიპლომატიური აკადემიის სასწავლო კურსი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) 1998 წელს.

1997-1998წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ატაშე; 1999-2000წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ეკონომიკური ანალიზისა და ინფორმაციის სამმართველოს პირველი მდივანი; 2000-2003წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის რეგიონალური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი; 2003-2007წწ. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსული; 2007-2009წწ. საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურეთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2009-2012წწ. საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურეთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; 2012-2017წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნორვეგიის სამეფოში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2018 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლ. მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლოდა კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.181

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Share: