შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახა ალექსანდროვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სანავიგაციო-გემთწამყვანი ფაკლტეტი 1997 წელს. სასწავლო პროცესის ფარგლებში 1995 წელს იუნგის პოზიციაზე პრაქტიკაზე იმყოფებოდა შორეულ ნაოსნობაში; 1997 წელს ზღვაში პროფესიული საქმიანობა თავდაპირველად რიგით მატროსად დაიწყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ «АЛЕКСАНДР КОРНЕЙЧУК»-ზე; 1998-2001 წლებში კი უკვე კაპიტნის მესამე თანაშემწედ ცურავდა ამავე სანაოსნოს გემებზე; 2001 წლიდან სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიის გემების შტურმანი - კაპიტნის მესამე და მეორე თანაშემწე, 2006 წლიდან კი უფროსი თანაშემწეა; 2010 წელს იგი შორეული ნაოსნობის კაპიტნად დაამტკიცეს და მას შემდეგ მსოფლიოში ცნობილი სანაოსნო კომპანია «COLUMBIA SHIPMANAGEMENT»-ის მოქმედი კაპიტანია. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |