შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დამილ გედენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი (ყოფ. ქ. წულუკიძე). დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი გემის ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაცია და ტექნიკოს - გემთმექანიკოსის კვალიფიკაციით 1972 წელს; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაინჟინერ - მექანიკოსის კვალიფიკაციით 1999 წელს. სასწავლებლის დასრულებისთანავე გემთმექანიკოსად ზღვაში პროფესიული საქმიანობა აჭარის თევზჭერის სამმართველოს ფლოტილიის სეინერებზე დაიწყო, 1979 წლიდან კი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მცურავ შემადგენლობაში გადავიდა და სარემონტო, მეოთხე, მესამე და მეორე მექანიკოსის პოზიციაზე ცურავდა მადანმზიდებზე: «НИКО НИКОЛАДЗЕ», «ХУДОЖНИК А. ГЕРАСИМОВ»-სა და «АКАДЕМИК ДАВИТАЯ»-ზე, 1989 წლიდან კი უკვე შორეული ნაოსნობის უფროს მექანიკოსად გემებზე: «ХУДОЖНИК ВЛАДИМИР СЕРОВ», «ХУДОЖНИК КАСИЯН», «АКАДЕМИК ДАВИТАЯ», ერთობლივი სანაოსნო კომპანიების «ANGLO-GEORGIAN SHIPPING»- ისა და «ABC MARITIME»-ს ბალკერებზე: «LEON», «ADJARIA», «VAKHTANGOV», «GEORGI» და პირველ ქართულ ავტოსამგზავრო ბორან - «MEMED ABASHIDZE»-ზე; 2001 წლიდან უფროს მექანიკოსად კონტრაქტით ცურავდა უცხოური სანაოსნო კომპანიების: «V.SHIPS»-ის, «ASP SHIPMANAGEMENT»-ის, «NAVARONE SA»-ს, და «IRIKA SHIPMANAGEMENT»-ის გემებზე; 2018 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემთსაინჟინრო-გემთმექანიკურ ფაკულტეტზე. გემთინჟინერი, შორეული ნაოსნობის უფროსი მექანიკოსი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |