The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დამილ გედენიძე

დამილ გედენიძე
Date of birth:2 February, 1950  (75 years)
Category:Engineer, Sailor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხონი (ყოფ. ქ. წულუკიძე).

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი გემის ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაცია და ტექნიკოს - გემთმექანიკოსის კვალიფიკაციით 1972 წელს; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაინჟინერ - მექანიკოსის კვალიფიკაციით 1999 წელს.

სასწავლებლის დასრულებისთანავე გემთმექანიკოსად ზღვაში პროფესიული საქმიანობა აჭარის თევზჭერის სამმართველოს ფლოტილიის სეინერებზე დაიწყო, 1979 წლიდან კი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მცურავ შემადგენლობაში გადავიდა და სარემონტო, მეოთხე, მესამე და მეორე მექანიკოსის პოზიციაზე ცურავდა მადანმზიდებზე: «НИКО НИКОЛАДЗЕ», «ХУДОЖНИК А. ГЕРАСИМОВ»-სა და «АКАДЕМИК ДАВИТАЯ»-ზე, 1989 წლიდან კი უკვე შორეული ნაოსნობის უფროს მექანიკოსად გემებზე: «ХУДОЖНИК  ВЛАДИМИР СЕРОВ», «ХУДОЖНИК КАСИЯН», «АКАДЕМИК ДАВИТАЯ», ერთობლივი სანაოსნო კომპანიების «ANGLO-GEORGIAN SHIPPING»- ისა და «ABC  MARITIME»-ს ბალკერებზე: «LEON», «ADJARIA», «VAKHTANGOV», «GEORGI» და პირველ ქართულ ავტოსამგზავრო ბორან - «MEMED ABASHIDZE»-ზე; 2001 წლიდან უფროს მექანიკოსად კონტრაქტით ცურავდა უცხოური სანაოსნო  კომპანიების: «V.SHIPS»-ის, «ASP SHIPMANAGEMENT»-ის, «NAVARONE SA»-ს, და «IRIKA SHIPMANAGEMENT»-ის გემებზე; 2018 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემთსაინჟინრო-გემთმექანიკურ ფაკულტეტზე. გემთინჟინერი, შორეული ნაოსნობის უფროსი მექანიკოსი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: