The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ სანაძე

რევაზ სანაძე
Date of birth:15 November, 1940  (84 years)
Category:Inventor, Public official, Engineer

Biography

დაამთავრა ქ. გროზნოს ნავთობის ინსტიტუტის ნავთობის სარეწაო ფაკულტეტი და მიიღო სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია.

მუშაობა დაიწყო გაერთიანება "დაგნავთობში" მბურღავის თანაშემწედ, შემდეგ ბურღვის ოსტატად, უბნის ოსტატად, საწარმოო განყოფილების უფროსად; 1970 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა ჭაბურღილის უფროსად თბილისის გაზ-საძიებო ექსპედიციაში; 1974 წლიდან - გაერთიანება "საქნავთობის" ტექნოლოგიური განყოფილების უფროსად; 1976 წლიდან - აღმოსავლეთ საქართველოს ღრმა ბურღვის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1995 წლიდან - ერთობლივი ქართულ-შვეიცარიული კომპანიის შპს "იორის ველი ნავთობი და გაზი"-ს შექმნის შემდეგ მუშაობდა ბურღვის მენეჯერად, ტექნიკური დირექტორის მოადგილედ, ნავთობის და გაზის კაპიტალური შეკეთების სამსახურის უფროსად, ტექნიკურ დირექტორად და შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის, გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსად. ავტორია გამოგონების "ჭაბურღილებში ფენის წყლის მოდენის საიზოლაციო შედგენილობა", რომელმაც ჰპოვა ფართო გამოყენება შპს "იორის ველი ნავთობი და გაზი"-ს ფართობებზე ნავთობის მოპოვები სპროცესში.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.297-298

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი

Share: