შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ მუხაშავრია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ქ. ლენინგრადის (ახ. სანქტ - პეტერბუგი) საზღვაოსნო სასწავლებელი გემთწამყვანის სპეციალობით 1985 წელს; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სანავიგაციო ფაკულტეტი ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 2006 წელს. ზღვაში შრომითი საქმიანობა სსრკ ბალტიის საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო; 1991 წელს, სამშობლოში დაბრუნებისთანავე შორეული ნაოსნობის კაპიტნის მეოთხე თანაშემწის პოზიციაზე საქმიანობა ჯერ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე, 1994 წლიდან კი შორეული ნაოსნობის შტურმანად - კაპიტნის მესამე და მეორე თანაშემწედ ქართულ-ინგლისური ერთობლივი სანაოსნო კომპანია «ANGLO-GEORGIAN SHIPPING»-ის თხევადი ტვირთის გადამტან გემებზე განაგრძო; მომდევნო წლებში კაპიტნის თანაშემწედ ცურავდა სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიის გემებზე; 2006 წელს დაუსწრებლად დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სანავიგაციო ფაკულტეტი და შორეული ნაოსნობის კაპიტანი გახდა; როგორც კაპიტანი მეთაურობდა სანაოსნო კომპანიების: «MAGNUS CARIERS» (საბერძნეთი), «NORTH EAST» (ინგლისი), «TITAN OCEAN» (სინგაპური), «MASSI SHIPPING» (არაბთა გაერთ. საემიროები) და სხვათა გემების ეკიპაჟებს. მოქმედი შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |