Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ ძულიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული ეგვიპტის, ავსტრიის, იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიების მიერ ორგანიზებულ პროფესიული სწავლების პროგრამებში; 1995 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სამმართველოს ატაშეს თანამდებობაზე; 1998-1999წწ. ამავე დეპარტამენტის პირველი მდივანი; 1999-2000წწ. ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და შემდგომში სამმართველოს უფროსი; 2000-2003წწ. ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2003-2006წწ. იყო ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსული; 2006 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, შემდგომში გლობალური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2006 წელს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ქუვეითის სახელმწიფოში; 2007-2010წწ. ამავე საელჩოს უფროსი მრჩეველი; 2016 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2011-2016წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში. ამავდროულად არარეზიდენტი ელჩი სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ტუნისის რესპუბლიკასა და ლიბიის სახელმწიფოში, აფრიკის კავშირში (2012-2013) და არაბული ქვეყნების ლიგაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; 2016 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში. ამავდროულად არარეზიდენტი ელჩი ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში, ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში, შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ტაილანდის სამეფოსა და მალდივის რესპუბლიკაში, გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკურ და სოციალურ კომისიაში (UNESCAP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; 2020 წლიდან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკურ და სოციალურ კომისიაში. 2024 წლის იანვარში დაინიშნა საქართველოს სრულუფლებიან ელჩად იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბიასა და ერაყში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (2015). წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 183
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |