The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ საყვარელიძე

ვახტანგ საყვარელიძე
Date of birth:4 February, 1914  (111 years)
Date of death:19??
Category:Inventor, Geologist, Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიური ფაკულტეტი გეოლოგის სპეციალობით 1937 წელს.

1937 წელს მუშაობა დაიწყო ტრესტ "საქნავთობის" გეოლოგო-საძიებო კანტორაში ინჟინრად; 1940 წელს იყო ტრესტ "საქნავთობის" ნორიოს გეოლოგო-ინდუსტრიული პარტიის უფროსი; 1940 წლიდან - კავთისხევის გეოლოგიური პარტიის უფროსი; 1944 წლიდან - კავთისხევის ნავთობდაზვერვის უფროსი; 1951 წლიდან - ტრესტ "საქნავთობის" გეოლოგო-საძიებო კანტორაში მთავარი ინჟინერი; 1954-1955წწ. - საქართველოს "კავკაზნახშირგეოლოგიის" ტყიბულის გეოლოგო-სადაზვერვო პარტიის უფროსი; 1955-1959წწ. - ტერსტი "საქნავთობის" ნორიოს ბურღვის უბნის უფროსი; 1959-1964წწ. - "საქნავთობის" გეოლოგო-საძიებო კანტორის უფროსი; 1964 წელს - ტრესტი "საქსამთომადნის" ალგეთის მადნის სამმართველოს უფროსი; 1965-1969წწ. - ტრესტ "საქნავთობის" კოლხეთის ბურღვის კანტორის უფროსი; 1970-1976წწ. - საქართველოს გეოლოგიის სამმართველოში გეოლოგოსადაზვერვო ექსპედიციის უფროსი; 1977-1982წწ. - ტრესტ "საქნავთობგეოფიზიკის" პარტიის უფროსი; 1983-1989წწ. - საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" ქართლის სადაზვერვო ბურღვის ექსპედიცია. არის მრავალი გამოგონებისა და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მიღებული აქვს მრავალი სამთავრობო მედალი და ორდენი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.300-301

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: