The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ საყვარელიძე

ვახტანგ საყვარელიძე
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტი, სპეციალობით ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვა, 1985 წელს.

1985-1986წწ. - საქართველოს გეოლოგიის სამმართველოს მეთოდურ-ექსპერიმენტალური ექსპედიცია; 1986 წლიდან - ქართლის ღრმა სადაზვერვო ბურღვის ექსპედიცია, ინჟინერ-ეკონომისტი, განყოფილების უფროსი; 1992-2004წწ. - საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" ცენტრალურ აპარატში განყოფილების უფროსი, მთავარი ეკონომისტი, გენერალური დირექტორის მოადგილე; 2004 წლიდან - შპს "კანარგოჯორჯია"-ში აღმასრულებელი დირექტორი; 2013 წლიდან - დიდი ბრიტანეთის ნავთობის კომპანია შპს "ჯორჯია ოილ ენდ გაზი" დირექტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.301


გააზიარე: