The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზვიად ჭუმბურიძე

ზვიად ჭუმბურიძე
ოფიციალური სახელი:სანდრო ჭუმბურიძე
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის ფაკულტეტი; "კლინგენდაილ"-ის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი (ნიდერლანდები).

1986-1990წწ. იყო რესპუბლიკური საზოგადოება "ცოდნა" განყოფილების გამგე; 1990-1992წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს UNESCO-ს საერთაშორისო კომისიის რეფერენტი; 1993-1997წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის, პარტნიორულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებათა დეპარტამენტის სხვადასხვა დიპლომატიური თანამდებობები; 1997-2000წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის, პარტნიორულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; 2000-2002წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – საპარლამენტო მდივანი; 2007 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2007-2008წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; 2013 წლიდან ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი; 2019 წლიდან ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი. 2010 წელს ქ. ბუდაპეშტში ზვიად ჭუმბურიძის თაოსნობით გაიხსნა შოთა რუსთაველის სახელობის მოედანი და დაიდგა შოთა რუსთაველის ძეგლი; 2003-2007წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში; 2009-2013წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთის რესპუბლიკაში, აკრედიტებული ხორვატიის რესპუბლიკასა და მონტენეგროში; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. მიღებული აქვს უნგრეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი "კომანდორის ჯვარი".

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 188

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: