The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინა მეტრეველი

მარინა მეტრეველი
Date of birth:19??
Category:Engineer, Scientist, Explorer

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1981 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი, დოკუმენტური ფილმების ავტორ-ოპერატორის სპეციალობით 1982 წელს; "International Business", Centre of Social Management under the Council of Ministers of Republic of Georgia 1988 წელს; Williams College (ლონდონი, გართიანებული სამეფო) "საერთაშორისო მოგზაურობა, ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა", ტურიზმის მენეჯერ-მარკეტოლოგის სპეციალობით 2006 წელს.

2000 წლიდან იყო საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი; 2002 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "ტურიზმის თანამედროვე მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში''; 2011 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ტურიზმის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის "სასტუმრო მომსახურების მართვა" ხელმძღვანელი; 2017 წლიდან არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; არის ტურიზმთან დაკავშირებული 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 10 მონოგრაფიის, ნათარგმნი აქვს 3 წიგნი; მონაწილეობდა ტურიზმთა დაკავშირებულ 114 საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციასა და ფორუმში, სხვადასხვა სტატუსით კი 31 საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო პროექტში; 2000 წლიდან კითხულობს ლექციებს: ტურიზმის პოლიტიკა, ტურიზმის ეკონომიკა, ტურიზმი და გარემოს დაცვა, ტურიზმის ბიზნესი. მ. მეტრეველის კვლევის ძირითადი სფეროა ტურიზმის პოლიტიკა და ეკონომიკა. ეკონომიკის დოქტორი პროფესორი.

წყარო: ტურიზმი - ერის ხმა, ერის ღირსება: marinametreveli.getravelingeorgia.ge

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს ეკონომისტთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ტურიზმის კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი CiTUR, ინტეგრირებული წევრი
  • ტურიზმის მეცნიერ ექსპერტთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • ტურიზმის საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი

Awards and Honors

  • 2008 - ტურიზმის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება
    დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

Bibliography


Share: