The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გია საძაგლიშვილი

გია საძაგლიშვილი
Date of birth:1 January, 1951  (74 years)
Category:Economist, Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1974 წელს. 1984-1985წწ. სწავლობდა მოსკოვის პლეხანოვის სახელობის მეურნეობის მართვის ინსტიტუტში, წარმოების მენეჯერის სპეციალობით.

1974-1977წწ. - საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საამშენებლო მასალებისა და მოწყობილობა-დანადგარების განყოფილების უფროსად; 1985-1989წწ. - საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის საამშნებლო მასალების, საამშენებლო ტენქიკის და მატერიალური რესურსების, ბალანსების განყოფილების უფროსი; 1996-1999წწ. - საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორი; 1999-2000წწ. - საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, ენერგეტიკული ობიექტების ექსპერტიზის, მშენებლობის და განვითარების ლიცენზირების დეპარტამენტის დირექტორი; 2000-2002წწ. - სს "საქტრანსგაზმრეწვის" დირექტორი მშენებლობისა და ლოჯისტიკის განხრით; 2002-2003წწ. - საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისა და ევროკომისია TACIS-ის საქართველოში ბუნებრივი გაზის მიწისქვეშა გაზსაცავების პროექტირებისა და მომსახურების კოორდინაციის ჯგუფის ხელმძღვანელი, ექსპერტი; 2004-2005წწ. - გაეროს განვითარების პროგრამა "სოციალური ინფრასტრუქტურის გარე ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში", ინჟინერ-კონსულტანტი; 2005-2006წწ. - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - გაზის მიწისქვეშა საცავების პროექტების განვითარების კოორდინატორი; 2006-2010წწ. - "ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" მაგისტრალური გაზსადენების, მისი ინფრასტრუქტურის, დამცავი ნაგებობების და საერთო დანიშნულების საამშენებლო ობიექტების აშენება-დაპროექტების პროგრამის კონსულტანტი; 2013 წლიდან - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში სხვადასხვა თანამდებობები, მშენებლობის საველე მონიტორინგის სამსახურის უფროსი, კონსულტანტი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.302


Share: