შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ბედიანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის ფაკულტეტი ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით, მიენიჭა ეკონომისტ-მათემატიკოსის კვალიფიკაცია 1975 წელს. ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი 2016-დან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 2020-დან; 2016-2022წწ. ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალ "ეკონომისტის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის "ეკონომიკა და ბიზნესი" სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2016-2022წწ. მისი თაოსნობით დაარსდა მაღალრეიტინგული ჟურნალი "გლობალიზაცია და ბიზნესი" (ევროპის უნივერსიტეტი), რომლის პირველი მთავარი რედაქტორი იყო; სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: ინსტიტუციური ეკონომიკა, მაკროეკონომიკა, ეკონომეტრიკა, მწვანე ეკონომიკა, ინოვაციური სამეწარმეო პოლიტიკა, კულტურის ფაქტორი ეკონომიკასა და ბიზნესში; გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), მათ შორის, სამი ავტორისეული და ხუთი კოლექტიური მონოგრაფია, დამხმარე სახელმძღვანელო და სამი ბროშურა, მაგ.: ევროკავშირი და საქართვლოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ბენმარკინგის საკითხი: ინსტიტუციური მაკროსისტემური ასპექტი //ეკონომისტი = Ekonomisti : საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი.-თბილისი,2014.-N5,გვ.12-21; ფინანსური ბაზარი, ინვესტიციები და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება //ეკონომისტი = Ekonomisti : საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი.-თბილისი,2013,N4.-გვ.16-22; Benchmarking as a Research Method for Obtaining System Knowledge of the State Institutional Development. International Journa: Information Models and Analyses. 2017).6(1), 84-89; The Culture as an Informal Institute and the Factor of Social-Economical Development and Business in the Context of European Integration. Conference proceedings: ISCBE'17 Building Bridges Between Business Research and Industry Needs. South East European University, Tetovo, North Macedonia, 2017 pp. 147-152.; კულტურა როგორც ცოდნის ეკონომიკის ფორმირების ფაქტორი პარადიგმული ცვლილებების სისტემური ინსტიტუციური კონტექსტით // გლობალიზაცია და ბიზნესი = Globalization & business : სამეცნიერო – პრაქტიკული ჟურნალი. თბილისი, 2018. N6.-გვ.58-66; Systematic Inventive Thinking (Sit): A Method for Innovative Problem Solving and New Product Development. Proceedings on Engineering Sciences.2021.-3(1),111-122; სამეწარმეო აქტიურობის განვითარება, შრომისბაზარი და უმაღლესი განათლების თანამედროვე გამოწვევები /ბედიანაშვილი, გ., ბიჭია, ქ., ნაცვლიშვილი, ე.//გლობალიზაცია და ბიზნესი.- 2022, N12,.-გვ. 21-31; Macroeconomic and Cultural Determinants of the COVID-19 Pandemic Crisis. Journal: Bulletin of the Georgian National Academy of Sciences.-2021,N 15(2),191-197; Impact of the Cultural Factor on Economic Growth and Entrepreneurial Activity: Challenges of Modern Globalization. Conference proceedings VII International Scientific Conference Dedicated to the 100th Anniversary of the Faculty of Economics and Business: "Challenges of Globalization in Economics and Business",- 2022, pp. 53-58; ეკონომიკური ზრდის და განვითარების დეტერმინანტები გლობალიზაციის თანამედროვე გამოწვევების პირობებში // ჟურნალი: ეკონომიკა, ბიზნესი და ადმინისტრირება.-2022,გვ.42-52. მიღებული აქვს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მედალი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტი ეკონომიკაში, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1981), ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის მიზნობრივი მიდგომა (მოდელირების საკითხები)" - სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფ. ეფრემ მაიმინასი, დაიცვა 1981 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სახელმწიფოს გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნების და რესურსების შეთანაწყობის მეთოდოლოგია და მოდელები (მაკროსისტემური ასპექტი)", დაიცვა 1993 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |