შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1991 წელს. 2007-2009 წლებში მიიღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის წოდება ჯანდაცვის პოლიტიკისა და მენეჯმენტის სპეციალიზაციით (ათენი, ჯორჯიას უნივერსიტეტი, ამერიკის შეერთებული შტატები). 1992-2001 წლებში იყო ჩუღურეთის რაიონის საოჯახო მედიცინისა და სამკურნალო დიაგნოსტიკის ცენტრის უბნის ექიმი; საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის კლინიკური დირექტორი (2001 წლის იანვარი - 2006 წლის მარტი); ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ჯანმრთელობის პოლიტიკის სპეციალისტი (საქართველო) (2004 წლის ნოემბერი- 2006 წლის დეკემბერი); საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სექტორული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი (2007 წლის იანვარი-აგვისტო); საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის სამედიცინო მომსახურებისა და სასწავლო პროგრამების ხარისხის კონსულტანტი (თბილისი, საქართველო) (2009 წლის აგვისტო -2011 წლის თებერვალი); საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის გაიდლაინების ექსპერტი-ანალიტიკოსი (2010 წლის აპრილი- 2011 წლის თებერვალი); გაეროს მოსახლეობის ფონდის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს ტექნიკური მრჩეველი (2011 წლის მაისი- 2011 წლის დეკემბერი); აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ტუბეკულოზის პრევენციის პროექტის დირექტორი, University Research Co. LLC (2011-2016); ტუბერკულოზის კონტროლისა და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების ექსპერტი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი TB Care II (გლობალური), University Research Co. LLC, სამუშაოს შესრულების ადგილი: ვიეტნამი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა, ყაზახეთი, უკრაინა (2016 წლის მაისი-2017 წლის ივნისი და 2018 წლის მარტი-მაისი); პროექტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მალარიის ელიმინაციის პროგრამა, პნომპენი, კამბოჯა, University Research Co. LLC (2017 წლის ივლისი- 2018 წლის თებერვალი); აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის "პლატფორმა ტუბერკულოზის გამოვლენის, მართვისა და პრევენციისთვის"ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელი, მანილა, ფილიპინები, University Research Co. LLC (2018 წლის ივნისი- 2019 წლის თებერვალი); საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე 2019 წლის 27 თებერვალი-8 სექტემბერი). 2019 წლის 12 სექტემბრიდან არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. წყარო: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: moh.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |