შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ სილაგაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ორწლიანი საბუღალტრო კურსები 1924 წელს; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტი, სამთო-ინჟინრის კვალიფიკაციით 1933 წელს; 1933-1936წწ. კვალიფიკაციას იმაღლებდა ურალში, ქ. სვერდლოვსკის მინერალოგიის ინსტიტუტში. საბუღალტრო კურსების დამთავრების შემდეგ მუშაობდა აჭარის ფინანსთა სამინისტროში ბუღალტრად. იყო ქედის, ბათუმის და ჩაქვის ბანკების მთავარი ბუღალტერი; 1938-1940წწ. მუშაობდა აზერბაიჯანში "აზნეფტის", "ნაფტი-ჭალის" ტრესტში გეოლოგად, მთავარი გეოლოგის მოადგილედ ღრმა ბურღვისა და ნავთობის ამოღების დარგში. ამ პერიოდში გახდა ორი გამოგონების ავტორი. 1940 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა "საქნავთობის" სისტემაში, იყო ბურღვის კანტორის მთავარი გეოლოგი, ნავთობსარეწის, გეოლოგიურ-საძიებო, ნავთობ-საძიებო კანტორების დირექტორი და თემატური პარტიის უფროსი. ოთხჯერ იქნა არჩეული თბილისის ორჯონიკიძის რაისაბჭოს დეპუტატად, სამჯერ ფოთის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. გამოქვეყნებული აქვს 25 სამეცნიერო ნაშრომი და ჟურნალ-გაზეთებში 60-ზე მეტი სტატია. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.304 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |