The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ სირაძე

დაბადების თარიღი:1948
გარდაცვ. თარიღი:2005  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭაბუკიანი, ლაგოდეხის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სპეციალობით "ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიება" 1966 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინერ-გეოლგის კვალიფიკაცია.

1971-1994წწ. მუშაობდა ტრესტ "საქნავთობის" გეოლოგიურ-საძიებო კანტორაში და სხვადასხვა სტრუქურულ-საძიებო პარტიებში უფროს გეოლოგად; 1994-1998წწ. - "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოში სარეწის უფროს გეოლოგად, გეოლოგიური განყოფილების უფროს გეოლოგად და ჭაბურღილების კაპიტალური შეკეთების საამქროს უფროს გეოლოგად; 1998-2001წწ. - "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია"-ში მთავარ გეოლოგად; 2001-2005წწ. - შპს "იორის ველში" საწარმოო გეოლოგის თანამდებობაზე; 2005 წლიდან - "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოს მთავარ გეოლოგად.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.305


გააზიარე: