შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა სიჭინავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი ნავთობის და გაზის ჭაბურღილების ბურღვის სპეციალობით 1956 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია. 1956 წელს მუშაობა დაიწყო ნავთობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე; 1961 წლიდან მუშაობდა ტრესტ "საქნავთობის" კოლხეთის ბურღვის კანტორაში უფროს ინჟინრად, საწარმოო ტექნიკური განყოფილების უფროსად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად; 1967-1973წწ. - "საქნავთობის" თბილისპირა ღრმა საძიებო ბურღვის მთავარ ინჟინრად; 1975 წლიდან - ამიერკავკასიის ღრმა საძიებო ბურღვის ექსპედიციაში მთავარ ტექნოლოგად, ტექნიკური განყოფილების უფროსად, მთავარ ინჟინრად; 2003 წლიდან გარდაცვალებამდე - "საქტრანსგაზში" მთავარ დისპეტჩერად. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. იყო მრავალი გამოგონებისა და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.306
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |