The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი შატაკიშვილი

ირაკლი შატაკიშვილი
დაბადების თარიღი:19 აპრილი, 1984  (41 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2007 წელს.

2006-2009წწ. - საადვოკატო ბიურო "პოლი და შტაგე-პოლი" (Pohlund Stage-Pohl), ადვოკატის თანაშემწე; 2010-2013წწ. - საადვოკატო ბიურო "მიგრიაული და პარტნიორები", იურისტი; 2013-2014წწ. - სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის საკადრო საკითხთა ექსპერტი; 2014-2015წწ. - საქართველოს მთავარი პროკურორის ადმინიტრაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მრჩეველი; 2015-2017წწ. - საქართველოს მთავარი პროკურორის ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; 2017-2019წწ. - სს "RMG COPPER"-ის და შპს "RMG GOLD"-ის ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის უფროსი; 2019-2022წწ. - სს "RMG COPPER"-ის და შპს "RMG GOLD"-ის კორპორაციული დირექტორის მოადგილე საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში; 2022-2024წწ. - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი: საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: დელეგატი. I კლასის იურისტი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2022-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2022-2022)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (2022-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2022-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2022-2024)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2024-2024)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2024-)

გააზიარე: