შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ სიჭინავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "სამრეწველო საწარმოთა ელექტროფიკაცია" 1957 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს ტრესტ "საქკომუნენერგოში" ინჟინრის თანამდებობაზე. 1958 წლიდან - ამავე სამინისტროს ენერგეტიკისა და მთავარი მექანიკის განყოფილებაში უფროსი ინჟინერი; სამინისტროს ორად გაყოფის შემდეგ - ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს ტექნიკურ სამმართველოში უფროსი ინჟინერი; სამინისტროს ლიკვიდაციის შემდეგ - ტრესტ "საქკომუნენერგოს" მთავარი ინჟინერი, მმართველის მოადგილე; 1963 წლიდან - "საქმთავარენერგოში", დასავლეთ საქართველოს ელექტორქსელების უფროსი ინჟინერი; 1965 წლიდან "საქმთავარენერგოს" საპროექტო ინსტიტუტ "საქენერგოპროექტში" ელექტროტექნიკური განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინერი; 1975 წლიდან - ამავე ორგანიზაციის დირექტორი; 1979-1981წწ. "საქმთავარენერგოს დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებათა საქსელო საწარმოს" დირექტორი; 1981-1999წწ. ინსტიტუტ "საქენერგოპროექტის" დირექტორი. დაჯილდოებული იყო მთავრობის ჯილდოებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.306-307
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |