შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვსევოლოდ სლოვინსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სომხეთის ჰიდროენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაზე. 1934 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილისის ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ტენიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. 1935 წელს დაინიშნა მიწისქვეშა ნაგებობების ლაბორატორიის ხელმძღვანელად. 1938 წელს მიიღო საავტორო მოწმობა მნიშვნელოვან გამოგონებაზე "მაღალდაწნევიანი გვირაბების მოპირკეთების ახალი ტიპი დაფუძნებული გრუნტის მიერ ბეტონის მოკუმშვის პრინციპზე". შემდგომ წლებში მან საქართველოს ჰიდრომშენებლობის თვალსაჩინო წარმომადგენელ არონ გინდისთან ერთად შექმნა მექანიზებული აგრეგატი, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული თბილისის, მოსკოვის, ლენინგრადის, ერევნისა და სხვა ქალაქების მეტროპოლიტენების გაყვანისას, აგრეთვე ჟინვალისა და ალმა-ათის ჰესების გვირაბების მშენებლობისას. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ცდები საქართველოს ჰესების მშენებლობაზე გვირაბების მოკეთებების გაანგარიშებებში. 1955-1975წწ. მუშაობდა "საქჰიდროენერგომშენში" მთავარი კონსულტანტის თანამდებობაზე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.307
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |