The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათია ჯაფარიძე

ნათია ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1967  (58 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1991 წელს; ლიონის ლუმიერის უნივერსიტეტი, მიენიჭა ფრანგული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის უმაღლესი განათლების დიპლომი 1993 წელს; 2000 წელს გავლილი აქვს სტაჟირება იუნესკოს განათლების დაგეგმარების საერთაშორისო ინსტიტუტში და საფრანგეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

1993-2004წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ფრანგული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1993-1994წწ. სახელმწიფო მეთაურის აპარატის მრჩეველი ევროპის საკითხებში; 1994-1995წწ. ფრანგული ჰუმანიტარული დახმარების ასოციაციის Première Urgence კოორდინატორი; 1995-1998წწ. საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელის, ელჩის პირადი თანაშემწე; 1999-2000წწ. საქართველოს განათლების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის უმაღლესი განათლების რეფორმის კონსულტანტი; 2000-2004წწ. საქართველოში ევროპის საბჭოს საინფორმაციო ოფისის დირექტორი; 2010-2015წწ. საფრანგეთის ბრეტანის რეგიონის ტურიზმის განვითარების ოფისის მრჩეველი; 2016 წლიდან საფრანგეთის კუნძულ გრუას ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ხელმძღვანელი; 2004-2007წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.197


გააზიარე: