The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ რამიშვილი

ვახტანგ რამიშვილი
Date of birth:8 December, 1944  (80 years)
Category:Sailor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სურები, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი 1968 წელს; ნოვოროსიისკის უმააღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (НВИМУ).

1967 წელს განაწილებით შორეულ აღმოსავლეთში მოხვდა და რიგით მატროსად ცურვა ქალაქ ვლადივოსტოკის თევზჭერის მთავარი სამმართველოს რეფრიჟერატორულ გემ «АЛТАЙСКИЕ ГОРЫ»-ზე დაიწყო; 1970 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ზღვაში პროფესიული საქმიანობა განაგრძო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერებზე: «КИРОВ», «БУГУЛЬМА» და «ПОБЕДА ОКТЯБРЯ», ტანკერ «АКТАУ»-ს კაპიტნის თანაშემწის პოზიციაზე მყოფმა შეასრულა 4 მრავალთვიანი თაიმჩარტერი კუნძულ კუბაზე; სხვადასხვა წლებში კაპიტნის თანაშემწედ ცურავდა ტანკერებზე: «БОРЖОМИ», «ИЗЯСЛАВ», «КЕРЧЬ» და «ЗАХАРИЙ ПАЛИАШВИЛИ»; 2000 წელს გახდა შორეული ნაოსნობის კაპიტანი და საქმიანობა უცხოური სანაოსნო კომპანიების გემებზე განაგრძო; 2010 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ბათუმის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელ «ანრი»-ში. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: