The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალუდა სოლომონია

ალუდა სოლომონია
დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:1983  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით "ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოების ექსპლოატაცია" 1957 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია.

1957-1959წწ. მუშაობდა კომპანია "საქნავთობში"; 1960-1983წწ. - ტრესტ "რუსთავგაზში" უფროსი ინჟინრის, ექსპლუატაციის სამსახურის უფროსის, მთავარი ინჟინრის, ტრესტის მმართველის თანამდებობებზე; 1967 წელს იყო ქ. რუსთავის საქალაქო საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი. დაჯილდოებულია სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.308

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: