შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ სტურუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. მოსკოვის რკინიგზის ინსტიტუტი სპეციალობით "წყალსადენი, კანალიზაცია, ვენტილაცია, გათბობა და კონდიცინირება" 1962 წელს. 1947 წლიდან მუშაობდა ინსტიტუტ "ჰიდროპროექტში" მხაზველიდან განყოფილების უფროსამდე. უშუალოდ მონაწილეობდა სანტექნიკური ქსელების და კვანძების პროექტირებაში იმ ელექტროობიექტებზე და ნაგებობებზე, რომლებიც დაპროექტდა "ჰიდროპროექტში", კერძოდ: ლაჯანური-ჰესი, ხრამჰეს-II, ენგურჰესი, ვარციხე ჰესები, შაორჰესი, ხუდონჰესი (1984-1986). 1976-1978წწ. მივლინებული იყო ერაყში, ჰიდროკვანძის "ხადიტას" მშენებლობაზე მთავარი ექსპერტის მოადგილედ; 1984-1986წწ. - ვიეტნამში ჰიდროკვანძის "ჩიანის" მშენებლობაზე მთავარი ექსპერტის მოადგილედ; 53 წელი მუშაობდა "ჰიდროპროექტში". დაჯილდოებული იყო უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით, მრავალი სიგელით და მადლობებით. 2001 წლიდან - პენსიონერი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.308
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |