Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი
Date of birth: | 13 October, 1956 (68 years) |
Category: | Diplomat, Sculptor, Educator |
Biography
დაბადების ადგილი: ლუქსემბურგი. სკოლის დამთავრების შემდეგ ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ფილოსოფიას მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში (1976); 1978-1982წწ. სწავლობდა ხელოვნებას მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში რობერტ იაკობსენთან და ედუარდო პაოლოცისთან. 2001 წლიდან არის ქ. თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი; 2001-2005წწ. ასწავლიდა ქ. ნოიბურგის (მდ. დუნაიზე) საზაფხულო აკადემიაში; 2004 წლიდან შეიერნის პროფესიულ უმაღლეს სასწავლებელში მოღვაწეობს; 2005 წლიდან ბად რაიჰენჰალის აკადემიაში ასწავლის ხელოვნებას; 2010 წლიდან გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი საქართველოს წარმოადგენს ავსტრიის საგარეო სამსახურის საერთაშორისო საბჭოზე; 2013 წლიდან საქართველოს სტრატეგიული სწავლების ინსტიტუტის (GISS) უფროსი თანამშრომელია; 2014 წლიდან თბილისის თავისუფალი უნივერსტეტის პროფესორი. დიპლომატის ფუნქციებთან ერთად, მან მიზნად დაისახა საქართველოს საერთაშორისო პროფილისა და პოპულარიზაციის ზრდა მსოფლიო სახელოვნებო რუკაზე. საქართველოში განთავსებულია გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის სამი სკულპტურა: ორი მათგანი თბილისში, ერთი კი ქალაქ ფოთში. მან შექმნა ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის ჰენრი კისინჯერის პრემიის დიზაინი სხვადასხვა გამოჩენილი პირებისთვის. 1994 წლიდან დღემდე შექმნილი აქვს მთელი რიგი კინო და ტელეფილმებისთვის პრიზების დიზაინი. ის ყოველწლიურად აწყობს გამოფენებს ევროპაში, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2009-2013წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. მიღებული აქვს სუდენის გერმანელების ასოციაციის არქიტექტურისა და ხელოვნების წლიური ჯილდო 1991 წელს; მასარიკის ხელოვნების აკადემიის პრემია (პრაღა, ჩეხეთი 1995), ევროპული ხელოვნების კავშირის პრიზი (2000).
წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.198
|