შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურადი უშხვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბეჩო, მესტიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1958 წელს. 1958-1962წწ. მუშაობდა მესტიის კომკავშირული ორგანიზაციის ჯერ მეორე მდივნად, შემდეგ პირველ მდივნად; მესტიის რაიონის სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარედ. სხვადასხვა დროს მუშაობდა მესტიის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ინსპექტორად; მესტიის რაიკომის პირველ მდივნად; 1992 წლიდან მუშაობდა მესტიის გამგებლის მოადგილედ. ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, სიგელები და მრავალი მედალი, მათ შორის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (სამი საპატიო სიგელი). წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.346 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |