The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტატიანა რომანოვა

ტატიანა რომანოვა
Other name:იღუმენია თამარი
Date of birth:23 January, 1890
Date of death:28 August, 1979  (at 89 years)
Burial location:იერუსალიმის წმინდა ამაღლების (ელეონის) ქალთა მონასტრის ეზო, ისრაელი
Category:Nobleman, Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი.

იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილი, დიდი მთავრის, კონსტანტინე კონსტანტინეს ძის ქალიშვილი, ტატიანა რომანოვა 1911 წელს ცოლად გაჰყვა კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წლის 19 მაისს სამხრეთ–დასავლეთ ფრონტზე, გალიციაში დაიღუპა. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ტატიანასა და მისი შვილების რუსეთში დარჩენა სახიფათო იყო. რომანოვების ასულმა, განსვენებული ბიძის ადიუტანტის ალექსანდრე კოროჩენცევის დახმარებით, შვილებთან ერთად რუსეთი კიევის გავლით დატოვა და რუმინეთში გაემგზავრა, სადაც იგი დედოფალმა მარიამ შეიფარა, იქიდან კი შვეიცარიაში ჩავიდა. სამშობლოდან ბევრი არაფერი წაუღია, თუმცა დედის ნაჩუქარი წიგნი თამარ მეფეზე ყველგან თან დაჰქონდა. ამ დროისთვის მას ნათესავებისა და ახლობლების უმეტესობა უკვე დაკარგული ჰყავდა. მარტოდმარტო დარჩენილმა ტატიანამ საკუთარი თავი შვილების აღზრდას მიუძღვნა და ყველაფერი იღონა, რომ მათ ღირსეული განათლება მიეღოთ. იგი 1946 წელს შვეიცარიაში მონაზვნად აღიკვეცა და საქართველოს უდიდესი მეფისა და წმინდანის პატივსაცემად, საეკლესიო სახელად თამარი აირჩია. შვეიცარიიდან დედა თამარი პალესტინაში გაემგზავრა და 5 წელი გაატარა ბიძის, ალექსანდრე მესამის მიერ აშენებულ მარიამ მაგდალინელის ტაძარში. სწორედ აქ განისვენებდა მისი ბიცოლა ელიზავეტა თედორეს ასული. დედა თამარისთვის ეს ადგილი მხოლოდ სიწმინდეს კი არა, დაკარგული სამშობლოს ნაწილსაც წარმოადგენდა. 1951 წლიდან დედა თამარი იერუსალიმის წმინდა ამაღლების ქალთა მონასტრის წინამძღვარი გახდა. მონაზვნებს ძალიან უყვარდათ ბრძენი და კეთილი წინამძღვარი და სიყვარულით მას მეფური იღუმენია შეარქვეს. ტატიანა რომანოვა 89 წლის ასაკში, ღვთისმშობლის მიძინების დღეს გარდაიცვალა. კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლე, თეიმურაზ და ნატალია ბაგრატიონ-მუხრანელების დედა.

წყარო: მედიაჰოლდინგი "კვირა": kvira.gefuntime.ge


Share: