The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ სულაბერიძე

რევაზ სულაბერიძე
Date of birth:1930
Date of death:2006  (at 76 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით "მცირე და საშუალო ჰიდროელსადგურების მშენებლობა" ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1954 წელს.

მუშაობა დაიწყო "საქჰიდროსოფელექტროში" ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსად. 1954-1959წწ. იყო საქართველოში განხორციელებული რიგი პროექტების თანაავტორი. 1959 წელს ჩაირიცხა თბილისის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1962-1967წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-მუშაკად, სექტორის უფროსად; 1971 წელს - ჟინვალ ჰესში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1971), დოცენტი (1972). 1972-1977წწ. - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დოცენტი; 1977-1979წწ. მივლინებული იყო სირიის არაბთა რესპუბლიკაში უფროს ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსად; 1979-1983წწ. - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დოცენტი; 1983-1988წწ. - "თბილჰიდროპორექტში" მცირე ჰესების განყოფილების უფროსი; 1988 წლიდან - საქართველოს სსრ ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის საწარმოო გაერთიანება "საქენერგოში" მთავარი ინჟინრის მოადგილე, ჰიდროტექნიკური სამსახურის უფროსი. ჰიდრომშენებლობის, საირიგაციო მშენებლობის და მეთოდურ-პედაგოგიური ხასიათის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.309


Share: