შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეონიდ სხირტლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1957 წლიდან მუშაობდა ინსტიტუტ "საქენერგოპროექტში" (1963 წლიდან - საკავშირო ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" საქართველოს განყოფილება) ტექნიკოსად, ინჟინრად, უფროს ინჟინრად. 1965 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ახლად შექმნილ ინსტიტუტ "საქენერგოპროექტში" სამშენებლო განყოფილების ჯგუფის ხელმძღვანელად, მთავარ სპეციალისტად, განყოფილების უფროსად; 2002 წლიდან - შპს "საქენერგოპროექტის" მთავარი ინჟინრის მოვალეობის შემსრულებელი, მთავარი ინჟინერი, ტექნიკური დირექტორი; 1999-2005წწ. - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" მშენებლობისა და პროექტირების სამსახურის პროექტირების სექტორის მთავარი სპეციალისტი, სექტორის უფროსი. მიღებული აქვს სათაო ინსტიტუტის "ენერგოქსელპროექტის" და "საქენერგოს" სიგელები, მადლობები და პრემიები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.310 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |